დააჭირეთ აქ პრაქტიკის კვლევა
დალი გაბრიჭიძე
Tuesday, July 2, 2019
Saturday, July 12, 2014
10.07.2014
რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს 10:00 საათიდან და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს 20:00 საათზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება წინა ეტაპებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ადგილებზე, ასევე შეუვსებელ/თავისუფალ ადგილებზე.
III ეტაპზე შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ შეძლეს დარეგისტრირება I და II ეტაპზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება იმ საჯარო სკოლებში, სადაც არსებობს პირველკლასელთა ჩასარიცხად თავისუფალი ადგილი.
III ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იმ საჯარო სკოლის დირექციას, სადაც გსურთ დარეგისტრირება.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.
Saturday, July 5, 2014
- პროექტის სახელწოდება-მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის კვლევა აგრობარათების დარიგებამდე და შემდეგ.
- პროექტის მთავარი იდეა-მოსწავლეებში საკომუნიკაციო უნარჩვევების ჩამოყალიბება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
- პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებში კვლევის, ანკეტირების ჩვევების ჩამოყალიბება .
- პროექტის მიზნები- ა)მონაცემთა მოპოვება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით:
- ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვებისა და წარმოდგენის შესაფერის საშუალებას და ფორმას (რესპოდენტის გამოკითხვა)
- ქმნის მარტივ კითხვარს და იყენებს მას მონაცემთა შესაგროვებლად
- ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის ცხრილურ ფორმას.
- ადგენს შესაბამის დიაგრამას
ბ)მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბება:
- მოპოვებული მონაცემების გამოყენებით აკეთებენ ანალიზს და დასკვნას.
- მონაწილეთა ასაკი-13-14წელი
- ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;-კვლევის ანკეტა, ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შექმნილი ცხრილები და სხვადასხვა ფორმის დიაგრამები.
- პროექტისათვის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პრინტერი, ფოტო აპარატი, პროექტორი პრეზენტაციისათვის.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ა) პროექტის იდეის გაცნობა. ბ) კვლევის ანკეტის შექმნა. გ)მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საკვლევი ობიექტების განსაზღვრა დ) კვლევის წარმართვა ე) მონაცემების დახარისხება ვ)მოძიებული ინფორმაციის ცხრილებში განთავსება.ზ) ცხრილების შესაბამისი დიაგრამების აგება.თ)პრეზენტაციის მომზადება.
- საგნებთან კავშირი- მათემატიკა-ისტ. ქართული - ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას, სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად . პედაგოგები კი შეძლებენ დააკავშირონ არჩეული ღონისჩიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გასათვალისწინებელ შედეგებს.
- პროექტის ხელმძღვანელი - დალი გაბრიჭიძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dalimuxati@gmail
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:daligabri.blogspot.com
Subscribe to:
Comments (Atom)