Saturday, July 12, 2014

10.07.2014 
რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს 10:00 საათიდან და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს 20:00 საათზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება წინა ეტაპებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ადგილებზე, ასევე შეუვსებელ/თავისუფალ ადგილებზე. 
III ეტაპზე შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ შეძლეს დარეგისტრირება I და II ეტაპზე.
III ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება იმ საჯარო სკოლებში, სადაც არსებობს პირველკლასელთა ჩასარიცხად თავისუფალი ადგილი.
III ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იმ საჯარო სკოლის დირექციას, სადაც გსურთ დარეგისტრირება.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

Saturday, July 5, 2014



  1. პროექტის სახელწოდება-მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის კვლევა აგრობარათების დარიგებამდე და შემდეგ.
  2. პროექტის მთავარი იდეა-მოსწავლეებში საკომუნიკაციო უნარჩვევების ჩამოყალიბება,  მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
  3. პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებში  კვლევის,  ანკეტირების ჩვევების ჩამოყალიბება .
  4. პროექტის მიზნები- ა)მონაცემთა მოპოვება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით:
  • ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვებისა და წარმოდგენის შესაფერის საშუალებას და ფორმას (რესპოდენტის გამოკითხვა)
  • ქმნის მარტივ კითხვარს და იყენებს მას მონაცემთა შესაგროვებლად
  • ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის ცხრილურ ფორმას.
  • ადგენს შესაბამის დიაგრამას
ბ)მონაცემთა ანალიზი და დასკვნის ჩამოყალიბება:
  • მოპოვებული მონაცემების გამოყენებით აკეთებენ ანალიზს და დასკვნას.

  1. მონაწილეთა ასაკი-13-14წელი
  2. ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
  3. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;-კვლევის ანკეტა, ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შექმნილი ცხრილები და სხვადასხვა ფორმის დიაგრამები.
  4. პროექტისათვის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პრინტერი, ფოტო აპარატი, პროექტორი პრეზენტაციისათვის.
  5. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ა) პროექტის იდეის გაცნობა. ბ) კვლევის ანკეტის შექმნა. გ)მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საკვლევი ობიექტების განსაზღვრა დ) კვლევის წარმართვა ე) მონაცემების დახარისხება ვ)მოძიებული ინფორმაციის ცხრილებში განთავსება.ზ) ცხრილების შესაბამისი დიაგრამების აგება.თ)პრეზენტაციის მომზადება.
  6. საგნებთან კავშირი- მათემატიკა-ისტ. ქართული - ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას, სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად . პედაგოგები კი შეძლებენ დააკავშირონ არჩეული ღონისჩიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გასათვალისწინებელ შედეგებს.
  7. პროექტის ხელმძღვანელი - დალი გაბრიჭიძე
  8. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dalimuxati@gmail
  9. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:daligabri.blogspot.com